4 საათის წინ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
4 საათის წინ
საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია – საჯად კარიმი
4 საათის წინ
SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გაიმართება
4 საათის წინ
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა
5 საათის წინ
,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი”-სტივენ ფეარი

13 ოქტომბერს Expo Georgia-ში წელს უკვე მეორედ ტარდება საქართველოში ყველაზე მასშტაბური საგამოფენო ღონისძიება – Start in Georgia, მეწარმეებისთვის და ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის.
აღნიშნული ღონისძიების უმთავრესი მიზანია მეწარმეებს, სტარტაპერებს და ბიზნესის დაწყების მსურველებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია. გავზარდოთ მეწარმეობის სურვილი და წვლილი შევიტანოთ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში.
გამოფენა უპრეცენდენტოა, რადგან ერთ სივრცეში არის შესაძლებელი ბიზნესის დამწყებმა და სტარტაპერმა გადაჭრას ყველა გამოწვევა, რომელიც სწორი სტარტის აღებას უწყობს ხელს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით 2014 წლიდან 2016 წლის საშუალო მონაცემებით 37278 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, ხოლო იგივე წლების საშუალო მონაცემებით 23436 საწარმო გაუქმდა. ზემოთ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მეწარმეების მიერ დასაწყისშივე მოხდეს სწორი სტარტის აღება, რაც ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
შარშანდელი ღონისძიებისგან განსხვავებით წელს ვიზიტორების გაორმაგებულ რაოდენობას, 10 000 ვიზიტორს ველოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია, რომლებსაც ექსკლუზიური შეთავაზებები აქვთ უკვე არსებული, დამწყები და მომავალი მეწარმეებისთვის.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ძალიან ბევრი სიახლე ელოდებათ, საინტერესო სპიკერები, ასევე ძალიან საინტერესო თემებით მზად არიან გამოცდილების გაზიარებისთვის.
გამოფენის შედეგად, ყველა მომავალი და უკვე არსებული მეწარმე უფრო მეტად ინფორმირებული, მომზადებული და მოტივირებული იქნება იმისათვის, რომ დაიწყოს საკუთარი ბიზნესი.

გაზიარება