ალექსანდრე მოწერელია მეთხილეობის განვითარების ფორუმს დაესწო.სამეგრელოს გუბერნატორმა საქართველოს მეთხილეობის დარგის განვითარების ფორუმი გახსნა, რომელიც კომპანია ,,კარტლისის” ორგანიზებით გაიმართა. ფორუმს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ფიტოპათოლოგიისადაბიომრავალფეროვნებისინსტიტუტის წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.

,,აუცილებელია, შეიქმნას კოოპერატივები, სადაც თხილისა და სხვა კულტურის მეურნეები გაერთიანდებიან. ჩვენ რეგიონში, როდესაც სასურველ შედეგს დავდებთ მავნებლებთან ბრძოლისა, უნდა ვიზრუნოთ, რომ თითოეულ მოსახლეს პირდაპირი ურთიერთობა ქონდეს თხილის ექსპორტიორებთან, რათა გაწეული შრომის რეალური საფასური მივიღოთ,“ – განმარტა ალექსანდრე მოწერელიამ.

ფორუმზე თხილისკულტურაშიარსებულიპრობლემებიდაგამოწვევები განიხილეს. აუდიტორიაში მყოფმა სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებმა წამლობის შედეგებზეც ისაუბრეს, სადაც ამ კულტურის მოვლის კუთხით მოქალაქეების დაბალი აქტივობა გამოიკვეთა. ფერმერებმა აღნიშნეს, რომ კომპეტენტური ორგანიზაციების რეკომენდაციებით ხელმძღვანელობდნენ, რაც მათ მოსავალზეც დადებითად აისახა.

გაზიარება