4 საათის წინ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
4 საათის წინ
საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია – საჯად კარიმი
4 საათის წინ
SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გაიმართება
4 საათის წინ
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა
5 საათის წინ
,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი”-სტივენ ფეარი

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ქ. თბილისის პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას  ასაჯაროებს.  იგი  თბილისის პროკურატურაში  კიდევ ერთხელ, 2018 წლის 9 ოქტომბერს, მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან  დაკავშირებით მიმდინარე  გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.

ამასთან, გვსურს  საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ  2018 წლის  5 ოქტომბერს მოსამართლის წინაშე ჩვენებამისცა ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მეუღლემ ნატო ჩხეიძემ, რომელმაც განაცხადა,რომ 2016 წლის 21-22 აპრილს, შპს ,,ოლიმპუსის“ საბანკო ანგარიშიდან განაღდებული თანხა მოთავსებულიდა წაღებული იქნა ტოიოტას მარკის, სავარაუდოდ ,,პრადოს“ მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფონომრით III-333.

მოწმის განმარტებით, მას აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა შპს ,,ოლიმპუსის’’ დირექტორმა დ.ფ.-მ,რომელმაც დაკითხვისას ასევე მიუთითა, რომ მან დაიმახსოვრა ავტომანქანის მარკის და სანომრე ნიშანი დამიუთითა იგივე მოდელზე და ნომერზე, რაზეც  ნატო ჩხეიძემ ისაუბრა.

ამ  ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურის მიერ შსს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით,   სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 – 07.04.2014 წელს გაიცა  მექანიკურსატრანსპორტო საშუალებაზე MERCEDES-BENZ ML 500, მესაკუთრე დ.კ., 19.10.2014 წელს აღნიშნულსატრანსპორტო საშუალებას შეეცვალა სახელმწიფო სანომრე ნიშანი და გაიცა სხვა სახელმწიფო სანომრენიშანი, ხოლო სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 ჩაბარდა სარეგისტრაციო განყოფილებას დაგანადგურდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად, შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, ეს ნომერი 2016 წელს არ იყო გაცემული ტოიოტას მარკის ანდა სხვა მარკის ავტომანქანაზე.

გაზიარება