4 საათის წინ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
4 საათის წინ
საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია – საჯად კარიმი
4 საათის წინ
SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გაიმართება
4 საათის წინ
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა
4 საათის წინ
,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი”-სტივენ ფეარი

ქართული ღვინის ფესტივალი ჰონგ-კონგში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Mეიბურგ ჭინე Mედია“ -ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა.

ფესტივალს „Mეიბურგ ჭინე Mედია“-ის მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, რომელიც სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების პარალელურად, მის კულტურასა და ისტორიას, ასევე თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიას აცნობდა.

ფესტივალი განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. ღონისძიებას დაესწრნენ ღვინის იმპორტიორები, მაგისტრები, მედიის, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები. ფესტივალი მოიცავდა მასტერკლასებს, დეგუსტაციებს, პრეზენტაციებსა და სემინარებს.

დებრა მეიბურგი აცხადებს, რომ ქართული ღვინო ბოლო წლებში ჩინეთის, და ზოგადად აზიის ბაზარზე, განსაკუთრებული პოპულარობითა და ინტერესით სარგებლობს. ღვინის მაგისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ჩინეთის ბაზარზე იმპორტიორი ქვეყნების სიაში მე-18 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

ანალოგიურ ფორმატში ქართული ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს შანხაიში გაიმართება. დებრა მეიბურგის მიერ ორგანიზებული „ქართული ღვინის აზიის ტურის ფარგლებში“ ღონისძიებები მიმდინარე წლის ზაფხულში სამხრეთ კორეასა და სინგაპურში ჩატარდა. წლის ბოლომდე „ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაციები ჩინეთის ქალაქებში – მაკაოში, სიამენში, გუანჯოუსა და შენჭენში გაიმართება.

გაზიარება