ინტერნეტის მომხმარებლები 11 ოქტომბერს ქსელის მუშაობაში შეიძლება პრობლემებს წააწყდნენ, რადგან „პირველად ისტორიაში“ იცვლება კრიპტოგრაფიკული გასაღები (KSK). ამის შესახებ ინფორმაციას დომეინის სახელებისა და IP-მისამართების რეგულაციის კორპორაცია ICANN-ი ავრცელებს.

კორპორაციაში აცხადებენ, რომ KSK-ს შეცვლის შედეგი მინიმალური იქნება, თუმცა ზოგიერთ მომხმარებელს შესაძლოა პრობლემა გაუჩნდეს დომეინის სახელის აკრეფისას. 48 საათის განმავლობაში, გასაღების განახლების შემდეგ, ისინი მიიღებენ შემდეგ გზავნილს – server failure ან SERVFAIL.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 11 ოქტომბერი – ეს წინასწარი თარიღია და მას ჯერ კიდევ სჭირდება რატიფიცირება.

წყარო:imedinews.ge

გაზიარება