4 საათის წინ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
4 საათის წინ
საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია – საჯად კარიმი
4 საათის წინ
SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გაიმართება
4 საათის წინ
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა
5 საათის წინ
,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი”-სტივენ ფეარი

16-დან 23 ოქტომბრამდე ეროვნული ბიბლიოთეკა და ეროვნული არქივი გიწვევთ თბილისქალაქობისადმი მიძღვნილ ტრადიციულ კვირეულზე.

> კვირეულს 16 ოქტომბერს 18:00 საათზე გახსნის გიორგი ვარსიმაშვილის თბილისის ინტერიერ-ექსტერიერებისა და ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის თბილისური პეიზაჟების ფოტოგამოფენა. სხვადასხვა თაობის ორი ფოტოხელოვნის მიერ დანახული თბილისი, ვიდეოინსტალაციები და წარმოდგენილ ექსპონატებთან დაკავშირებული ისტორიები ბევრ ნაცნობ ადგილს თავიდან აღმოგაჩენინებთ.

თბილისურ მელოდიებს მუსიკალური ტრიოს „დები აბაშიძეებისა და მარი გოლეთიანის“ შესრულებით მოისმენთ. კონცერტი 18:30 საათზე დაიწყება.

> თბილისობისადმი მიძღვნილი ტრადიციული პროექტის „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“ ფარგლებში დაგეგმილია ორი საღამო: 18 ოქტომბერს ფრიდონ საყვარელიძისადმი და 22 ოქტომბერს ზურაბ და ეფიგენია (ითო) ჩიქოვანებისადმი მიძღვნილი. ეს არ იქნება ჩვეულებრივი გახსენების საღამოები – ის იქნება მათი ხელახლა აღმოჩენის და კიდევ ერთხელ მოსმენის შესაძლებლობის საღამო.

> ექიმი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი ფრიდონ საყვარელიძე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი გახლავთ. მისი მრავალფეროვანი საზოგადო თუ პოლიტიკური მოღვაწეობიდან ძნელია პრიორიტეტულია გამორცევა, თუმცა ქართული ენის განვითარებაში მის ღვაწლს ალბათ თაობები შეაფასებენ.

> ზურაბ და იფიგენია ჩიქოვანები შვილებთან ერთად რამდენიმე ათეული წელი ამშვენებდნენ ქართულ და არა მხოლოდ ქართულ სცენას. თუმცა ბევრისთვის უცნობია, რომ ბატონი ზურაბი არტთერაპიის დანფუძნებელი და განმავითარებელი გახლდათ და ის ადამიანი, რომელიც წინ აღუდგა ფსიქიატრიის საბჭოთა იდეოლოგიის სამსახურში ჩართულობას.

> დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ახლახანს გახსნილ დამოუკიდებლობის დარბაზში საქართველოს პრალმენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებსა და არქივებში დაცულ უნიკალურ მასალებს გაგაცნობენ გენერალური დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილე:

>მწერალი გიორგი კეკელიძე – დამოუკიდებლობა აღდგენილი თბილისის ქრონიკები
> ეთნოლოგი მირიან ხოსიტაშვილი – დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქი 1918-1921 წლებში

გაზიარება