“ვიმედოვნებთ, რომ ჩატარებული იქნება დამოუკიდებელი გამოძიება და ნათელი გახდება, თუ რა მიზეზი დგას იმის უკან, რასაც ვხედავთ. ვიმედოვნებთ, რომ ეფექტური გამოძიების ჩატარებასა და დასრულებას ექნება ადგილი ამ საქმეზე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ომეგა ჯგუფის საქმეზე პირველი ჩანაწერი ერთი თვის წინ „იბერიას” ეთერში გამოქვეყნდა, რომლის მფლობელიც „ომეგა ჯგუფია”. არხი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ომეგას“ ბიზნესზე ზეწოლით მას ავიწროებს და „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს. ფინანსთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ 51 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს და სახელმწიფოსგან, შეღავათიანი რეჟიმის დაწესების მიუხედავად, ვალის გადახდა არ სურს, ტელევიზიას კი შანტაჟისთვის იყენებს.

“იბერიისა” და “ომეგა ჯგუფის” თემას 12 სექტემბერს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური სანქციების დაწესებისგან მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას. ბახტაძის თქმით, უწყებებმა კომპანია 11-ჯერ გააფრთხილეს, თუმცა ამის შემდეგ ვალი კიდევ უფრო გაიზარდა.

3 ოქტომბერს თბილისში საქალაქო სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან ზეწოლაზე ჩანაწერები “ომეგა ჯგუფის” ხელმძღვანელთან ერთად, შეთანხმებულად, ჩაწერა. მისი თქმით, ის მუშაობდა “ომეგა ჯგუფში” და მისი მოვალეობა იყო სხვა პირებთან კონტაქტის დამყარება.ლევან ყიფიანმა საზოგადოებას და ოჯახს ბოდიში მოუხადა.

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები ავთენტიკური არ არის და დამონტაჟებულია. ასეთი დასკვნა დადო ლევან სამხარაულის სახელობის ექსერტიზის ბიურომ.

Please follow and like us: