ჩვენ მზად ვიყავით, მისთვის დაგვესვა ყველა შეკითხვა ჩანაწერებში არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თუმცა მირზა სუბელიანმა უარი განაცხადა დღეის მდგომარეობით გამოკითხვის ჩატარებაზე, – ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სასჯელაღსრულების # მე-8 დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება მირზა სუბელიანის მიერ სუიციდის მცდელობას, პროკურორმა ზვიად გუბელაძემ აღნიშნა, რომ ამაზე ვერ გააკეთებს კომენტარს.

“2018 წლის 12 ოქტომბერს იქნა დაწყებული გამოძიება იძულების, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. საქმის გამოძიების ფარგლებში დღეს გამომძიებლებთან ერთად პენიტენციურ დაწესებულებაში ვიმყოფებოდით იმ მიზნით, რათა გამოკვეკითხა ჩანაწერებში სავარაუდოდ, ერთ-ერთი ფიგურანტი პირი მირზა სუბრლიანი, თუმცა მან უარი განაცხადა დღეის მდგომარეობით გამოკითხვის ჩატარებაზე. ჩვენ მზად ვიყავით მისთვის დაგვესვა ყველა შეკითხვა ჩანაწერებში არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

გაზიარება