თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს  ქალაქის მთავრობის სხდომაზე  განაცხადა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 25 სექტემბერს მერიას ოქტომბერში სამი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მოთხოვნით მიმართა.

“პარტია 19-20-21 ოქტომბერს 10:00-დან 18:00 საათამდე თბილისში, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გეგმავს წინასაარჩევნო შეკრებას და მსვლელობას. შეკრების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობად დასახელებულია 100 ათასი ადამიანი. აღნიშნული შეკრება გამოიწვევს მითითებულ ტერიტორიაზე საავტომობილო გზაზე გადაადგილების შეზღუდვას, ანუ გზა უნდა გადაიკეტოს. ჩვენს ქვეყანაში დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. არანაირი პრობლემა არ არის და შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ ყველაფერს, რომ ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. თუ იქნება საჭიროება, რომ გზა იყოს გადაკეტილი, გადაიკეტება და თუ ამის საჭიროება არ იქნება, შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Please follow and like us: