2 წთ წინ
დავით სერგეენკოს ცნობით, დიღომში აფეთქების შედეგად შვიდი ბავშვია დაშავებული
7 წთ წინ
დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერია დროებითი საცხოვრებლით დაეხმარება
5 საათის წინ
მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენ გავასამმაგეთ ბიუჯეტი ინფრასტრუქტურის განახლებისთვის. ჩვენი შვილები არ უნდა იღებდნენ განათლებას იმ პირობებში, რომელიც სკოლების გარკვეულ ნაწილში დღემდე არსებობს“
8 საათის წინ
ომბუდსმენი – უსინათლო ბავშვებისთვის მხოლოდ ერთი სკოლაა, რის გამოც მათ უწევთ დატოვონ სახლები და თბილისში ჩამოვიდნენ
8 საათის წინ
2018 წელს FAO-ს ფასების ინდექსი შემცირდა

მიმდინარე წლის ბოლოდან, MAN-ის მარკის ახალ ავტობუსებში უფასო უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე და ამაში მხოლოდ ავტოპარკის განახლებას და ხაზების დამატებას არ ვგულისხმობთ. განვითარების ნაწილად მივიჩნევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღჭურვას დამატებითი სერვისებით. ჩვენი ინიციატივაა  და ამას აუცილებლად გავაკეთებთ,  რომ სავარაუდოდ, წლის ბოლოდან, MAN-ის მარკის ავტობუსებში უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდეს, რომელიც ყველა მგზავრისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მგონია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, MAN-ის მარკის ავტობუსებში უფასო ინტერნეტით ისარგებლონ “, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის თქმით, 2019 წლის ბოლოსთვის, ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკი  თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით სრულად ჩანაცვლდება.

გაზიარება