ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „მაშავი“ პროგრამის დირექტორის მოადგილე იუვალ ფუქსი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდა.

მხარეებმა მებოსტნეობის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებაზე და სპეციალისტების გადამზადებაზე ისაუბრეს.

„ჩვენ, ძირითადად, ფოკუსირებას ვახდენთ ცოდნის ამაღლებაზე, ტრენინგებზე, ასევე, რეგიონებში ექსტენციის პროგრამის გაძლიერებაზე;  გვაქვს სპეციალური პროგრამები, როგორც ფერმერებისთვის, ექსტენციონისტებისთვის, ასევე მკვლევარებისთვის. ჩვენ ჩამოვყალიბდებით, რა მიმართულებით შეგვიძლია თქვენი მხარდაჭერა“, – აღნიშნა იუვალ ფუქსმა.

ვიზიტის ფარგლებში, მაშავის პროგრამის დირექტორის მოადგილემ, ისრაელიდან ჩამოსულ მებოსტნეობის ექსპერტებთან ერთად, წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე მცენარეთა მიკროკლონური (In vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავლი მასალის და პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების მუშაობის პროცესს გაეცნო.

გაზიარება