14 წთ წინ
კახა საბანაძე: “გაკეთდება მაქსიმალური იმისთვის, რომ გამოძიების კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად”
17 წთ წინ
დავით სერგეენკოს ცნობით, დიღომში აფეთქების შედეგად შვიდი ბავშვია დაშავებული
22 წთ წინ
დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერია დროებითი საცხოვრებლით დაეხმარება
6 საათის წინ
მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენ გავასამმაგეთ ბიუჯეტი ინფრასტრუქტურის განახლებისთვის. ჩვენი შვილები არ უნდა იღებდნენ განათლებას იმ პირობებში, რომელიც სკოლების გარკვეულ ნაწილში დღემდე არსებობს“
8 საათის წინ
ომბუდსმენი – უსინათლო ბავშვებისთვის მხოლოდ ერთი სკოლაა, რის გამოც მათ უწევთ დატოვონ სახლები და თბილისში ჩამოვიდნენ

18 ოქტომბერი, 2018- საქართველოს ბანკმა ქვეყნის წამყვანმა ბანკმა,  როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა სპონსორმა და მხარდამჭერმა, განაცხადა ახალგაზრდა ოლიმპიელების წარმატების შესახებ. საქართველოს დელეგაცია, ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებიდან 6 მედლით დაბრუნდა. ახალგაზრდა სპორტსმენებმა მედლები დაიმსახურეს შემდეგ კატეგორიებში:

გიორგი ჩხიკვაძე – ბერძნულ/რომალული ჭიდაობა, 60 კგ წონით კატეგორიაში – ოქრო;

ილია სულამანიძე – ძიუდო, 100 კგ წონითი კატეგორია – ვერცხლი;

არჩილ მალაყმაძე – ძალოსნობა, 69 კგ წონითი კატეგორია – ვერცხლი;

გიორგი თოხაძე – ბერძნულ/რომაული ჭიდაობა, 51 კგ წონით კატეგორიაში – ვერცხლი; გიორგი გეგელაშვილი – თავისუფალი ჭიდაობა, 48 კგ წონით კატეგორიაში – ვერცხლი.

ნინო ხუციბერიძე – ტყვიის სროლა, 10 მ, პნევმატური პისტოლეტი  – ბრინჯაო;

ბუენის აირესის რიგით მესამე  ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაცია წელს პირველად მონაწილეობდა.  საქართველოს 15-მა წარმომადგენელმა, ოლიმპიადის ლიცენზიები სპორტის 10 სახეობაში  პირველად მოიპოვეს და პირველივე ოლიმპიადაზე სამშობლოში მედლებით დაბრუნდნენ.

საქართველოს ბანკის სახელით ვულოცავთ ახალგაზრდა ოლიმპიელებს გამარჯვებას  და ვუსურვებთ წარმატებას!

ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლის 30 იანვრიდან უწევს.  საქართველოს ბანკი  აგრძელებს   საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში და ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას. საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის – მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა.

გაზიარება