შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის მაისში, ე.წ “კლუბების
საქმის” გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის სახით დაკავებულ ქ.მ.-ისგან
განხორციელდა 5 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 2 შესყიდვის შემთხვევაში მან
ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“-ს რეალიზაცია განახორციელა, 3 შემთხვევაში
კი შეძენილი იქნა არანარკოტიკული საშალებები.
ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულ ლ.მ.-სგან განხორციელდა 2 საკონტროლო
შესყიდვა, საიდანაც 1 შესყიდვის შემთხვევაში მან არანარკოტიკული
ნივთიერება, ხოლო 1 შესყიდვის შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალება „მდმა“
გაყიდა.
რაც შეეხება ბრალდებულ ვ.ჟ-ს საგამოძიებო ღონისძიებების დროს მისგან
გახორციელდა ორი საკონტროლო შესყიდვა და ჩატარებული ექსპერტიზით
დადასტურებულია, რომ ის ნარკოტიკულ საშუალების მდმა-ის რეალიზაციას
ახორციელებდა. ასევე, ვ.ჟ.-ს პირადი ჩხრეკისას გამოძიების მიერ ამოღებულია
ნარკოტიკული საშუალებები.
საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც
ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორები “ახალ კლიენტებზე“ ასაღებენ ე.წ
“ფეიქებს,” – არანარკოტიკულ საშუალებებს, სანამ საბოლოო ნდობაში არ შევლენ
მათთან.