18 ოქტომბერს ყაზახეთი-საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ალმატიში ქართული კინემატოგრაფიის დღეები გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას წარედგინა ქართველი კინორეჟისორის ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ აბაშიძემ. საქართველოს ელჩმა მოწვეულ სტუმრებს ქართული ხელოვნებისა და კინემატოგრაფიის ისტორია გააცნო.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს საპატიო კონსულის, მიხეილ სებუას მხარდაჭერით განხორციელდა, 150–მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ყაზახეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესწრეების, კულტურის სფეროს და მასმედიის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ქართულმა ფილმმა დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ღონისძიების დასასრულს სტუმრების მიერ არა ერთხელ აღინიშნა ქართული კინემატოგრაფიის მნიშვნელობა მსოფლიო კინო ინდუსტრიაში.