საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო საბარათე სისტემა “მასტერქარდი”-ს ინიციატივით, საქართველოს ეროვნულ ბანკში რიგით მე-6 ფორუმი გაიმართა, რომელშიც “მასტერქარდი” – ს წევრი 12 კომერციული ბანკისა და საბარათე საპროცესინგო სისტემების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების, სპეციალიზებული ჯგუფებისა და საზედამხედველო პოლიტიკის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

“მასტერქარდი” – ს ღონისძიება, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველწლიურად იმართება, მიზნად ისახავს საგადახდო ბარათების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების და ამ რისკების შემამცირებელი ღონისძიებების საკითხების განხილვას, ასევე, შესაბამისი გამოცდილების გაზიარებას. მონაწილეებმა განახლებული ინფორმაცია მიიღეს ბარათებით თაღლითობის შესახებ, გაეცნენ მსოფლიო ტენდენციებს და იმსჯელეს ბოლო პერიოდში გამოვლენილი თაღლითობის ახალ სახეებზე. მონაწილეებმა,  ასევე, განიხილეს “მასტერქარდი” – ს წესებში განხორციელებული ცვლილებები, რაც უკავშირდება ბარათის გამოშვებასა და საბარათე ოპერაციების მომსახურებაში ჩართული ბანკების ვალდებულებების საკითხებს.

ფორუმს კომპანია “მასტერქარდი” – ს თურქეთის ოფისის რისკების მენეჯერი ჯემ კიბაროღლუ უძღვებოდა. 

ფორუმის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ასეთი შეხვედრების დიდ მნიშვნელობას და აუცილებლობას. 

გაზიარება