გუბერნატორმა თხილის კულტურის გადარჩენის მასშტაბური ღონისძიებების გეგმა მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდმარეებს, სოფლის მეურნეობის დარგის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივა სოფლის მეურნეობის დარგის სპეციელისტების, ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ,,თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ წარმომადგენლებისაგან შექმნილი ჯგუფებების ,,კარდაკარ“ სიარულის პრინციპით მუშაობას მოიცავს. ფერმერებთან ვიზიტის მიზანი მათი თხილის ბაღებში არსებული პრობლემების შესწავლა და კომპეტენტური კონსულტაციის გაწევაა. სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილნი იქნებიან მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლები, სოფლების რწმუნებულები, საკრებულოს წევრები, ექსპერტები და მეცნიერები. შეხვედრაზე თხილის ტექნოლოგიური რუქისა და განსახორციელებელი ღონისძიებების პრეზენტაციაც გაიმართა. აქვე,  აღინიშნა, რომ ნიჰილისტურად განწყობილ მოსახლეობას რეგიონის წარმატებული ფერმერები თავიანთ პრაქტიკას გაუზიარებენ. პროცესში ჩაერთვებიან აგრარიკოსები და ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა ,,ფერერო“ და ,,ოლორი“. როგორც გუბერნატორმა დააანონსა, ჯგუფები რეგიონში მუშაობის კვალდაკვალ მოკვლეული პრობლემების საფუძველზე გაიზრდება. შეხვედრის დასასრულს, თითოეულ მუნიციპალიტეტში კოოპერაციების შექმნის აუცილებლობა და მათი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიების მეშვეობით დახვეწა-გაძლიერება დაიგეგმა.

თხილის მავნებლებთან ბრძოლის კამპანია უახლოეს დღეებში, სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ დაიწყება.

თხილის მავნებლებთან ბრძოლას მასშტაბურად, ,,კარდაკარის“ პრინციპით ვიწყებთ.

კომპლექსური ღონისძიებების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდმარეებს, სოფლის მეურნეობის დარგის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შევხვდით. იდეის არსი სოფლის მეურნეობის დარგის სპეციელისტების, ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ,,თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ წარმომადგენლებისაგან შექმნილი ჯგუფებების ,,კარდაკარ“ სიარულის პრინციპით მუშაობას მოიცავს. ფერმერებთან ვიზიტის მიზანი მათი თხილის ბაღებში არსებული პრობლემების შესწავლა და კომპეტენტური კონსულტაციის გაწევაა. სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილნი იქნებიან მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლები, სოფლების რწმუნებულები, საკრებულოს წევრები, ექსპერტები და მეცნიერები. მოსახლეობას რეგიონის წარმატებული ფერმერები თავიანთ პრაქტიკას გაუზიარებენ. პროცესში ჩაერთვებიან აგრარიკოსები და ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა ,,ფერერო“ და ,,ოლორი“. როგორც გუბერნატორმა დააანონსა, ჯგუფები რეგიონში მუშაობის კვალდაკვალ მოკვლეული პრობლემების საფუძველზე გაიზრდება.

გაზიარება