2018 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდის გოგონათა და ვაჟთა პანსიონს და ფერიის მუსლიმურ გოგონათა პანსიონს ეწვია. სახალხო დამცველი პირადად გაეცნო პანსიონებში არსებულ ინფრასტრუქტურას, შეამოწმა საცხოვრებელი პირობები და საგანმანათლებლო პროცესი, ესაუბრა აღსაზრდელებს.

ნინო ლომჯარია მნიშვნელოვნად მიიჩნევს მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა პანსიონების ლიცენზირებას; ასევე ხაზს უსვამს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობას, რაც პირველ რიგში, პროცესში სოციალური სამსახურის აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.

გაზიარება