23 ოქტომბერს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში გაიმართება „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ სპორტის შვიდ სახეობაში: თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ძიუდოში, ძალოსნობაში, მძლეოსნობაში, ქართულ ჭიდაობასა და მშვილდოსნობაში.

„ღია პირველობა“ ჭაბუკებს შორის ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქართველი სპორტსმენები და თბილისის სპორტული კლუბები მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ცენტრის ორგანიზებით მსგავსი სპორტული ღონისძიება პირველად იმართება. „ღია პირველობას“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

Please follow and like us: