საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ ღონისძიებაში, პარლამენტის წევრებთან ერთად, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არად ბენკო მონაწილეობდა სადაც ავსტრიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები -ავსტრიის საგარეო პოლიტიკის, ევროკავშირისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა.
„ბერტა ფონ ზუტნერი არის წარმოშობით ავსტრიელი, პირველი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში. იგი 9 წლის განმავლობაში, ცხოვრობდა თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში. ამ ხნის განმავლობაში იგი მოღვაწეობდა ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოების განვითარებაში, მწერლობასა და განათლებაში დიდი წვლილი შეჰქონდა. წერდა წიგნებს, ასწავლიდა უცხო ენებს, მუსიკას. მისი საქართველოში ყოფნის პერიოდი არის ძალიან საინტერესო“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის მეორე ნაწილი არის ავსტრიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებზე მსჯელობის თემა.
„ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს პირდაპირ შეიძლება აისახოს იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესი. ამ პრიორიტეტებს შორის არის ევროკავშირის სამეზობლოს უსაფრთხოება და ასევე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის ქონა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს ორივე თემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
„ჩვენი ღონისძიებების მთავარი ღერძი არის „ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზშია წარმოდგენილი. დღესაც აქტუალურია ის თემები რაზედაც ჯერ კიდევ ასი წლის წინ იბრძოდნენ ქალები – ეს არის უსაფრთხოება და მშვიდობა“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხარა ავსტრიის ელჩს, დისკუსიაში მონაწილეობისთვის და საინტერესო გამოფენისთვის.
ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დამსწრე საზოგადოებას ბერტა ფონ ზუტნერის ბიოგრაფიული ცნობები გააცნო და მის ღვაწლზე ისაუბრა.
„9 წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც ბერტა ფონ ზუტნერი საქართველოში ცხოვრობდა, იგი ყოველკვირეულად წერდა სტატიებს, რომელსაც მილიონობით ადამიანი ეცნობოდა, მათ შორის მონარქები. მან ხელი შეუწყო საქართველოს პოპულარიზაციას, წიგნისა და სტატიების მეშვეობით. იგი იყო პაციფისტი, ქალთა უფლებებისთვის და აგრეთვე, ევროინტეგრაციის მიზნისთვის მებრძოლი ადამიანი. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, რათა მცირედით მაინც მოვფინოთ ნათელი ბერტა ფონ ზუტნერს. მე მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს ნამდვილად შეუძლია იამაყოს, რომ ეს ქალბატონი თქვენს ქვეყანაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა“, – განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არად ბენკომ.
„აუცილებელია საქართველოში მეტი ვიცოდეთ ისეთი ევროპელების შესახებ, რომელთაც მრავალი წლის წინ საქართველოსთან ურთიერთობის უშუალო გამოცდილება ჰქონდათ. სამწუხაროდ, ბერტა ფონ ზუტნერი ჩვენს ქვეყანაში, ასეთი მასშტაბით ცნობილი არ არის. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტში გამართული დღევანდელი ღონისძიება მისი სახელის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
პარლამენტში გამართულ ღონისძიებაში ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო კილაძე მონაწილეობდა.
„ბერტა ფონ ზუტნერი არის ქალი, რომელსაც ჰქონდა მჭიდრო კავშირები საქართველოსთან. ეს არის ქალი, რომელიც სწორედ, ქალთა უფლებების ბრძოლისთვის ერთ-ერთი ფლაგმანი იყო თავის დროზე, რაც იყო ძალიან იშვიათობა. ეს იყო ქალი, რომელიც იბრძოდა თანასწორობისთვის. დღესაც, ჩვენ ვაგრძელებთ იმ იდეას, რისთვისაც ბერტა ფონ ზუტნერი იბრძოდა. ბევრი რამ გაკეთდა ქალთა უფლებების განვითარებისთვის, როგორც საკანონმდებლო კუთხით ასევე, კანონის აღსრულების მიმართულებით. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრი გავაკეთოთ ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.
მისი თქმით, ავსტრიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.
„ჩვენთვის, როგორც ავსტრია-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წლევანდელი წელი. ავსტრიამ, უკვე რამდენიმე თვეა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გადმოიბარა და ღირსეულად უძღვება მას<სპან სტყლე=”ფონტ-ფამილყ:&ქ