„ძალიან ბევრი გამოტოვებული ამბავი გვაქვს, ბევრი შეუმჩნეველი მარცხი და ძალიან მიხარია, რომ ხელოვნების სასახლეში თეიმურაზ მეფის პორტრეტი დაიდებს ბინას“ – განაცხადა “თეიმურაზ მეფის პორტრეტის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

კეკელიძე მიიჩნევს, რომ ეს არის ერთ-ერთი საეტაპო ამბავი, რაც გულისხმობს ეროვნული საგანძურის  ქვეყანაში დაბრუნებას.

„ამ თვალსაზრისით ერთი წარმატების ფურცელი გადაიფურცლა და უკვე იქნება წინაპირობა იმისა, რომ მას სხვა დანარჩენი ფურცლებიც მიჰყვეს“ – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

Please follow and like us: