ზოგჯერ საუკეთესო ისტორიები, არასწორი გადაწყვტილებებით იწყება!
26 ოქტომბერს, 19:00 საათზე ფაბრიკას საკონფერენციო სივრცეში სტრატს აიღებს რიგით მეექვსე Fuckup Nights Tbilisi, როგორც ყოველთვის საინტერესო სპიკერებით და კიდევ უფრო საინტერესო მარცხის ისტორიებით. მეექვსე ღონისძიება განსხვავებულია, რადგან fintech.ge – ის მხარდაჭერით, ოთხივე გამომსვლელი ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს წარმოადგენს და მარცხის ისტორიებიც სწორედ ამ მიმართულებას უკავშირდება.
„ვცდილობთ, რომ პროფესიული მარცხი განსხვავებული კუთხით წარმოვაჩინოთ და დავანახოთ ყველას, რომ მარცხი ცოდნის ნაწილი და ღირებული გამოცდილებაა, რომელზეც ღირს ხმამაღლა საუბარი. ზოგადად Fuckup Nights -ის თითოეული ღონისძიება სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების ადამიანს აერთიანებს, თუმცა ამჯერად გადავწყვიტეთ ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე, კერძოდ კი Fintech – ზე ვისაუბროთ, რომელიც დღესდღეობით, ამ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ძალიან აქტუალური და საინტერესო სფეროა“ – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, სადაც თვეში ერთხელ 3 ან 4 წარმატებული ადამიანი საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Tbilisi startup bureau და Impact Hub Tbilisi პარტნიორობით, ფაბრიკა უკვე მეექვსედ მასპინძლობს ამ ღონისძიებას.
Fuckup Nights Tbilisi vol.6-is სპიკერები არიან ადამიანები, რომლებიც არ დანებდნენ, ისწავლეს, გააგრძელეს მოძრაობა, განვითარდნენ და მზად არიან საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიარონ! თბილისის მეექვსე Fuckup Nights -ის მომხსენებლები არიან:
• შოთა გიორგობიანი – Optio.Ai-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
• დავით მიზანდარი – Biletebi.ge-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
• ლევან ლაბარტყავას, ანტრეპრენერი და ბიზნეს-კონსულტანტი
• კობა ქურდაძე, UniPAY-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი