დღეს ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათიდან გაიხსნა და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი,” – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ცესკო ამომრჩევლებს შეახსენებს, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ასევე, ანა მიქელაძის თქმით, პრეზიდენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არცერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტინი გაბათილდება.
“დღეს ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 8 საათიდან გაიხსნა და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი.
დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად თერჯოლისა და სამტრედიის 6 საარჩევნო უბანზე საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება. მონაწილეობას იღებს 8 კანდიდატი.
ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამასთან ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, დარიგდა ამომრჩევლის ბარათი, რომელიც ამომრჩეველს შეახსენებს მათი საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობასა და მათ რიგითობას ამომრჩეველთა სიაში. საარჩევნო უბანზე მისვლისას ბარათის თან არქონა არ იწვევს ხმის მიცემის უფლების დაკარგვას. პრეზიდენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არცერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტინი გაბათილდება.
ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლისთვის ხელმოსაწვდომია და საჯაროდ გამოქვეყნებულია ბიულეტინის შევსების წესი. ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს გაიგოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისაგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც ონლაინ რეჟიმში შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. აღნიშნულ ინფორმაციას ამომრჩეველი აგრეთვე ცესკოს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს (2510051). ასევე მუშაობს ონლაინ ჩატი.
ყრუ და სმენადაქვეითებულებს შესალებლობა აქვთ ჟესტურ ენაზე ვიდეოზარის საშუალებით მიიღონ სასურველი ინფორმაცია, ხოლო სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვან ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის მომსახურებით მათთვის გადაგებ ენებზე,” – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე ინფორმაციით, ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს – სამი, მედია ორგანიზაციებს სამი წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს ერთი წარმომადგენელი.
“საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 22 904 წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 032 დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1163 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედია ორგანიზაციის 1 957 ჟურნალისტი. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა,”- განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცესკო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს შეგახსენებს, რომ საარჩევნო კანონდებლობის მიხედვით დღეს კენჭიყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. დღეს საღამოს 8 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი გამომითხვის შედეგების გამოქვეყნებაც.