“მანქანა ჩავარდა ქუჩაზე არსებულ ,,ხევში,, და დაიწყო ჩაძირვა”-პოსტი 29 ოქტომბერს საკუთარი ფეისბუკის გვერდზე მარი შარაბიძემ გამოაქვეყნა.
“დღეს უზნაძის ქუჩაზე მიმყავდა ლუკა კბილის ექიმთან ქუჩაზე იყო წყალი და ვინაიდან თბილისში დავიბადე და ამ დრომდე ვცხოვრობ ნელა გავლა გადავწყვიტე ამ ქუჩაზეა კლინიკა და სხვანაირად ვერ მივიდოდი,საპატრულო ეკიპაჟი რომელიც ქუჩაზე იდგა დაავიწყდა ჩემი გაფრთხილება და ჩემი და ლუკას სიცოცხლე დადგა საფრთხის წინაშე,მანქანა მარჯვენა თვლით ჩავარდა ქუჩაზე არსებულ ,,ხევში,, და დაიწყო ჩაძირვა.საპატრულო ეკპაჟი გვიყურებდა და იდგა,ფანჯრიდან მომიწია დახმარების თხოვნა გამვლელებისთვის რომლებიც ვერ გვიახლოვდებოდნენ წყლის ნაკადის მომატების გამო,მანქანა ნელნელა აგრძელებდა მარჯვენა მხარეს ჩავარდნას,ამ დროს ქუჩაზე გამვლელმა სამარშუტომ გამოიჩინა ინიციატივა და კარზე დამაგრებული კიბით გადმოგვიყვანეს მანქანიდან.
ქუჩაზე არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი არ იდგა და საპატრულომ ეკიპაჟი რომელიც ალბათ ამ ნიშნის მაგივრობას ასრუოებდა მეუბნება რომ ჩემი გაფრთხილება დაავიწყდათ და მე რომ აქ არ გამევლო ეს არ დამემართებოდა.
სამაშველომ ამოიყვანა მანქანა,საპატრულომ ჩემი ნერვების ხარჯზე იგრძნო პასუხისმგებლობა და გამოიძახა ევაკუატორი რომლის ლოდინშიც 1 საათი ვიდექი სველი ქუჩაზე, 112 ევაკუატორმა მოსვლის შემდეგ განაცხადა რომ გადაყვანის უფლება არ ქონდა და წავიდა.
საბოლოოდ ქუჩა გადკეტეს და 3 კვირის დაწყებული სამუშაოების გაგრძელება დაიწყო GWP Georgian water and power
შედეგად მე აღარ მყავს მანქანა,აღარ იქოქება.იურისტებთან საუბრის შემდეგ შევთანხმდით რომ მათი მხრიდან მოხდება ზარალის ანაზღაურება.
3 საათიანი ქუჩაში გაყინვის და მტყვან მართალის ძებნის შემდეგ ვემზადები ორშაბათისთვის და ვაპირებ ყველა დამნაშავე ორგანიზააცისთვის პასუხის მოთხოვნას.
თავს გაუფრთხილდით უპატრონოები ვართ”.