„გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა კამპანიის მიმდინარეობისას და არჩევნების დღეს, კერძოდ, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, კერძო მედიის მკვეთრი პოლარიზაცია, ნეგატიური კამპანიის წარმოება და ხისტი რიტორიკა. ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად“, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც განცხხადებაში წერია, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ გააგრძელოს დემოკრატიული პრინციპების დაცვა და ქართველი ხალხის ნების პატივისცემა.

„ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ, სტაბილურ და განვითარებულ საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით. ჩვენ ველოდებით საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გასავითარებლად და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი ვალდებულებების შესასრულებლად“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

 

Please follow and like us: