14 საათის წინ
ნათია თურნავა – მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტორები და კომპანიები არ დაფრთხნენ
14 საათის წინ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა
15 საათის წინ
ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს
15 საათის წინ
„შოკოლადის დამტენი“ – ტკბილი გარემო შოკოლადის მოყვარულთათვის
1 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – როცა ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა სწორი არ არის

ახალი საბანკო  რეგულაციები, რომლებიც მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა. აღნიშნულ ინფორმაციას პირველი არხი  ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც აცხადებენ, დაგეგმილი რეგულაციები შერბილდა და ამჟამად, ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები 2018 წლის პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. საუბარია რეგულაციებზე, რომლის თანახმად:

  • იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი.
  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება.
  • ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი.
  • ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.

ეროვნული ბანკის პროექტის მიხედვით, განსაზღვრული იყო ექვსი საშემოსავლო საფეხური და სესხის კოეფიციენტი:

  • თვეში 10 000 ლარზე მეტი – ბანკი თავისი შიდა პოლიტიკის მიხედვით ადგენს სესხსა და პირის შემოსავალს შორის ბალანსს.
  • თვეში 7 000-10 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 30 პროცენტი, ანუ 3000 ლარამდე;
  • თვეში 5 000-7 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 25 პროცენტი, ანუ 1 750 ლარამდე;
  • თვეში 3 000-5 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 პროცენტი, ანუ 1000 ლარამდე;
  • თვეში 1 000-3 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 პროცენტი, ანუ 600 ლარამდე;
  • თვეში 1 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 პროცენტი, ანუ 200 ლარამდე.
Please follow and like us: