14 საათის წინ
ნათია თურნავა – მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტორები და კომპანიები არ დაფრთხნენ
14 საათის წინ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა
16 საათის წინ
ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს
16 საათის წინ
„შოკოლადის დამტენი“ – ტკბილი გარემო შოკოლადის მოყვარულთათვის
1 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – როცა ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა სწორი არ არის

შინაგანს საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა არჩევნების პერიოდში აღმოჩენილ დარღვევებზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„არჩევნების პერიოდში დარღვევის ფაქტების პრაქტიკულად ყველა საქმე ბოლომდეა მიყვანილი. 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. როგორც ზოგიერთი პირი ოპოზიციური პარტიიდან, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები. ჩვენ ვცდილობდით როგორც არჩევნებამდე პერიოდში, ისე მისი მიმდინარეობის დროს, რომ როგორც სამართალდამცველ უწყებას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი შეგვენარჩუნებინა. რაც შეეხება არჩევნების დღეს მომხდარ ინცინდენტებს, რამდენიმე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 10-ზე მეტი ფაქტია ამ მდგომარეობით. მათ შორის კასპის შემთხვევა და მარნეული, სადაც 2 პირი იმავე დღეს დავაკავეთ ადმინისტრაციული წესით, ერთი ოყო ნაციონალური მოძრაობის, ხოლო მეორე ქართული ოცნების წარმომადგენელი. გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ ახლა ვაწარმოებთ იმ პირების გამოკითხვას რომლებიც არჩევნების დღეს უბრალოდ არ მოვწყვიტეთ სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებას და არ გვინდოდა პროცესები ჩაგვეშალა. როგორც კი ბოლომდე მივიყვანთ გამოძიებას და შედეგები გვექნება, დამატებით გაცნობებთ.“ – ნათია მეზვრიშვილი.

Please follow and like us: