14 საათის წინ
ნათია თურნავა – მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტორები და კომპანიები არ დაფრთხნენ
14 საათის წინ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა
15 საათის წინ
ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს
15 საათის წინ
„შოკოლადის დამტენი“ – ტკბილი გარემო შოკოლადის მოყვარულთათვის
1 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – როცა ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა სწორი არ არის

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის თქმით, ნებიერიძის ბრალდებას დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლიც. ეს მუხლი გულისხმობს ძალადობის გარეშე 16 წელს მიუღწეველთან, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ჩადენილ გარყვნილ ქმედებას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

“მტკიცემულებაა იმისთვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. მყარი მტკიცებულებები არსებობს, რომ დაუმძიმდეს ბრალი. გამოძიება გრძელდება, ვსწავლობთ და ვამოწმებთ კონკრეტულ ფაქტებს , მათ შორის 14 წლის წინანდელ ფაქტსაც”, – თქვა კახა საბანაძემ.

თავდაპირველად გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო.

გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია.

 

Please follow and like us: