14 საათის წინ
ნათია თურნავა – მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტორები და კომპანიები არ დაფრთხნენ
14 საათის წინ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა
16 საათის წინ
ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს
16 საათის წინ
„შოკოლადის დამტენი“ – ტკბილი გარემო შოკოლადის მოყვარულთათვის
1 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – როცა ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა სწორი არ არის

მზად ვარ მეორე ტურისთვის, მზად ვარ ბრძოლისთვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა  პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, ვინც მხარი დამიჭირა, ხმა მომცა, ყველას, ვინც ორთვენახევარი, სამი თვე ასე აქტიურად მონაწილეობდა კამპანიაში. „ოცნებას“, „ოცნების“ აქტივისტებს, უბრალო ადამიანებს. ის, რაც მოხდა 28 ოქტომბერს, გამარჯვებაა. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი ეს არის გამარჯვება. ყველაფრის მიუხედავად, იმ ბინძური კამპანიის, ცილისწამების, იმ ბინძური ხერხების, რომელიც ეკუთვნის რუსულ ტექნოლოგიას, ამ ყველაფრის მიუხედავად პირველი ადგილი პირველ ტურში არის გამარჯვება. „რუსთავი 2“ ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა. და რა?! ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა?! არა! და რა, მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში?! მე მგონი, არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხისა და ქვეყნის ერთგული. ამიტომ მზად ვარ მეორე ტურისთვის. მზად ვარ ბრძოლისთვის“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

„მემგონი, არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც; ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული. ამიტომ მზად ვარ მეორე ტურისთვის, მზად ვარ ბრძოლისთვის, იმიტომ, რომ მჯერა თქვენი, ვინც დღეს გვისმენთ, მჯერა თქვენი არჩევანის, მჯერა თქვენი სიბრძნის, მჯერა იმის, რომ იცით, რა გინდათ საქართველოსთვის. მჯერა იმის, რომ თქვენც კარგად ხვდებით, რომ დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს შორის, თუ ორ პარტიას შორის, დღეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის. როგორი გვინდა ეს საქართველო. ეს არის მეორე ტური და ჩვენ ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. მე მჯერა თქვენი. მივდივარ ბრძოლაში, ყველანი მივდივართ ერთად, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე. ჩვენს მხარეს არის ევროპა, ჩვენს მხარეს არის საქართველოს თანამედროვე მომავალი. ერთად საქართველოსთვის!“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Please follow and like us: