14 საათის წინ
ნათია თურნავა – მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტორები და კომპანიები არ დაფრთხნენ
14 საათის წინ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა
15 საათის წინ
ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს
15 საათის წინ
„შოკოლადის დამტენი“ – ტკბილი გარემო შოკოლადის მოყვარულთათვის
1 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – როცა ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა სწორი არ არის

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, 1-დან 5 ნოემბრის  ჩათვლით, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური კოლექტივების საერთაშორისო  ფესტივალს უმასპინძლებს.

ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობების წარმოჩენას, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური სტუდიების საერთაშორისო თანამშრომლობას, თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას, მოზარდთა შემოქმედების ერთმანეთისთვის გაცნობას და  გამოცდილების გაზიარებას.

ეროვნული სასახლის საერთაშორისო თეატრალური  ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი იხილავს  როგორც ქართულ, ასევე  უკრაინულ, ლიეტუვურ, რუსულ, სომხურ მრავალფეროვან  და საინტერესო საბავშვო სპექტაკლებს.

1 ნოემბერს ფესტივალს   საზეიმოდ გახსნის  თეატრალური სკოლა-სტუდია „ბერიკები“, სპექტაკლით „ჰელადოს“.

ფესტივალის დასასრულს ეროვნულ სასახლეში გაიმართება მონაწილეთა და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

ეროვნული სასახლის თეატრალური ფესტივალი 2018 წელს პირველად ჩატარდება და ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.

Please follow and like us: