2 საათის წინ
მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა
2 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები

თბილისის მერია სოციალურ კამპანიას – „გაუფრთხილდი ქალაქს“ იწყებს, რომლის მიზანი ცნობიერების ამაღლება, სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებაა.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კამპანიის ფარგლებში არაერთი პროექტი განხორციელდება და მათში მოქალქეების ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„ხშირია განახლებული სკვერების, მოწესრიგებული ქუჩების მიზანმიმართული დაზიანების შემთხვევები. ბევრი ასეთი ვანდალური ფაქტია, რისი ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს და მათ აუცილებლად მივაწვდით მოსახლეობას, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს მოქალაქე. ვიწყებთ სოციალურ კამპანიას -„გაუფრთხილდი ქალაქს,“ რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებას. კამპანია ყველა მოქალაქეს  საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად ჩაერთოს ქალაქის მოვლა-პატრონობის პროცესში, გაუფრთხილდეს არსებულ ინფრასტრუქტურას, მწვანე საფარს, იზრუნოს სისუფთავეზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტში ბევრი ადამიანი ჩაერთვება, ბევრი მხარდამჭერი ეყოლება, რადგან, რასაც ვაკეთებთ, ეს ყველა ჩვენგანის, ჩვენი ქალაქის საკუთრებაა. როდესაც თანხები იხარჯება, ეს ბიუჯეტის თანხაა, რომელსაც ჩვენ ვუწევთ მენეჯმენტს, რათა სწორად განიკარგოს, სწორად დაიხარჯოს და კარგი პროექტები განხორციელდეს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ კამპანიაში ბევრი ადამიანი ჩაერთვება. თითოეული თქვენგანის მონაწილეობა  ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

Please follow and like us: