შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფეთქებადი
ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის
მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული მ.ჯ., 1975 წელს დაბადებული ჰ.ქ. და
1987 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ქედის რაიონის სოფელ
ჭინკაძეებში, შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯია”-ს ქვე კონტრაქტორი შპს
„ალბაირაქი”-ს და შპს ,,დინამიტი-ლ.დ”-ს თანამშრომლები გამოძიების
პირველადი ინფორმაციით უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით
აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს. ძლიერი აფეთქების შედეგად
გასროლილი ქვა თავის არეში მოხვდა 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, რომელიც
მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე
მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით
გამოყენებას გულისხმობს. გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების
შედეგად, შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

Please follow and like us: