თბილისის ძველ უბანში, ივ. ჯავახიშვილის ქუჩაზე, იხსნება ახალი შემოქმედებითი სივრცე  – ,,ექსპერიმენტული თეატრი“.

თეატრის მიზანია ინოვაციურად, ახალი ხედვებითა და იდეებით წარმოადგინოს თანამედროვე ხელოვნება.  ეს იქნება ადგილი, სადაც მაყურებელს შეეძლება ერთ სივრცეში დაისვენოს, მიიღოს ახალი ინფორმაცია, გაეცნოს ხელოვნებაში ახალ ტენდენციებს, დაიმუხტოს დადებითი ემოციებითა და ენერგიით.

,,ექსპერიმენტული თეატრი“   დაეთმობა სხვადასხვა სპექტაკლს, რეჟისორებს, ლიტერატორებს, ქორეოგრაფებს, მსახიობებს , ვისაც სურს განსხვავებულ სივრცეში წარმოაჩინოს საკუთარი შემოქმედება.

პირველი დადგმა, რომელსაც ექსერიმენტული თეატრის სცენაზე ვიხილავთ, არის თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრ ,,იმპულსის“ მიერ დადგმული ქორეოგრაფიული წარმოდგენა ,,ოთხი“, რომელიც ამ თეატრის 5 წლის იუბილეს ეძღვნება.

წარმოდგენის შესახებ

დამანგრეველი ხასიათის ბუნების მოვლენა, არაორგანიზებული ძალა – ჰაერი, წყალი, ცეცხლი და მიწა ყველა მოვლენის საფუძვლად მიიჩნევა. თავისი მრავალწახნაგოვანი არსით იგი ამოუცნობია და იდუმალი. წარმოდგენა ,,ოთხი’’ ქორეოგრაფიული ლექსიკით ასახავს სტიქიებს , რომლის იდუმალი სილამაზე დამანგრეველია.

ქორეოგრაფი და რეჟისორი თიკო ქოიავა

მუსიკის ავტორი სანდრო ნიკოლაძე

კოსტიუმების მხატვარი  ხატია დავითაშვილი

მხატვარ-გრიმიორი ანუკა მურვანიძე

ფოტო კახაბერ შარტავა

 მონაწილეობენ: ბექა ჩუგნაძე, მარიამ ცირდავა, გიორგი გასიშვილი, სალომე მაზმიშვილი

პრემიერა გაიმართება 8, 9 და 10 ნოემბერს 20:00 საათზე.

მაყურებელს შეუძლია იხილოს 9 და 10 ნოემბერს.

მარიამ გობიანიძე

გაზიარება