როცა საკუთარი ქვეყნის ყველა ღირსებასა და რესურს ისევ საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისთვის იყენებ, ეს ნიშნავს იმას, რომ საინტერესო ხარ. ნიშნავს, რომ ქვეყანაა საინტერესო და მთელი მისი უპირატესობით უნდა გავაცნოთ ის დანარჩენს სამყაროს. ლევან ხმელიძე ერთ-ერთია, ვინც საინტერესო და ხარისხიანი იდეებით საქართველო და სხვა ქვეყნები საქართველოს რეალობას მოარგო. ლევან ხმელიძე საოჯახო სასტუმროს, „ქორენიშული ვერანდის“ დამფუძნებელია:

საიდან გაჩნდა „კარვების სოფლის“ იდეა?

მინდოდა  ტურიზმის გავითარება ყველასათვის დავიწყებულ  ლეჩხუმში. მოვიფიქრე  გადავწყვიტე, სოფელ ეკოში სოფელი ამეშენებინა  ხის კოტეჯებით, ხვამლის მთის ძირში, რაც სწრაფ ცნობადონას მოუტანდა ლეჩხუმს. მაგრამ არც ფინანსები იყო და არც  დამხმარე ძელა იდეის გახორციელებისთვის. ამიტომ,  დავფიქრდი – სოფლის შენებას რა უნდა ?????   აი, აქ უკვე დავინახე, სტუდენტების ჩართულობით  რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო.  ტურიზმის სფეროში დაინტერესებული სტუდენტებისთვის იქნებოდა გამოცდილება და საკუთარი იდეების რეალიზების დიდი საშუალება.

რას გულისხმობს ის და რა მიზნებზეა ორიენტირებული?

პროექტი „ სოფლის შენებას რა უნდა“  გულისხმობს,  კერძოდ, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც არის ტურისტული პოტენციალი და არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა,  სტუდენტების  ჩართულობით, ადგილობრივი თვითმართველობის დახმარებით, შეიქმნას ლოკაცია და გახდეს პოპულარული ტურისტებისთვის. ეს სტარტაპ პროექტია და ხორციელდება  სოფელ ქორენიშში მაგრამ აქვს გავითარების დიდი პოტენციალი, რომ  ამ პროექტმა გადაინაცვლოს  სხვა სოფლებშიც.

ვინ და ვინ არის ჩართული ამ პროექტში?

ერთი მხრივ, საოჯახო სასტუმრო „ ქორენიშული ვერანდა“,  რომელიც სტუმრობს სტუდენტებს და ემსახურება მთელი პროექტის განმავლობაში  უფასოდ. მეორე მხრივ,  თბილისის ევროპის უნივერსიტეტი  ბატონი  დავით ლოლუას ხელმძღვანელიბით , რომელიც ორგანიზებას უკეთებს სტუდენტების ჩამოყვანასა და ადგილზე  ფიზიკური მუშაობის გახორციელებას, რაც პროექტის ფარგლებში  ინფრასტრუქტურული გავითარებას ეხება და მესამე – ქალაქ ცაგერის მერი, ბატონი ავთანდილ უგრეხელიძე და ცაგერის ტურიზმის განვითარების ცენტრი , რომლებმაც დაგვაფინანსა იმისთვის, რომ შეგვეძინა პირველი ეტაპისთვის საჭირო ინვენტარი და ტექნიკა.  სამივე მხრის  ერთობლივი ჩართულობით შევძელით,  გაგვეკეთებინა ერთ1 თვეში  კარვების სოფელი, სადაც უკვე მივიღეთ 30 ტურისტი და 17 სტუდენტი.

რამდენად წარმატებით გახორციელდა ის?

ამ მცირე ვადაში და 5000 ლარის ბიუჯეტით, ჩვენ შევძელით,  სრულიად ეკალბარდებიან  ფართობზე  აგვეშენებინა  კარვების სოფელი, სადაც 15 კაცის მიღება შეგვიძლია.  ლეჩხუმში ახალი ტურისტული ზონა გაჩნდა.

ვინ არის თქვენი მხარდამჭერი ამ საქმეში?

ადგილობრივი თვითმმართველობა და ევროპის უნივერსიტეტი/

რა ტერიტორიებს მოიცავთ?

კარვების სოფელი გაშლილია 5000კბ.მ გაფართოების პერსპექტივით

ამ პროექტის ირგვლივ, რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

პროექტის  წარმატება უკვე აღნიშნა ადგილობრივმა თვითმართველობამ და დაგვპირდა მომავალში გვერდით დგომას. მომავალ წელიწადს ვაპირებთ ხის კოტეჯების ჩადგმას, რომ შევძლოთ მეტი ხარისხიანი სერვისის მიწოდება მომხმარებლისთვის და უფრო ფართო სეგმენტს მოვემსახუროთ.  ეს იქნება გამოცდილებაცა და დიდი მაგალითიც, რომ ასეთი ლოკაციები კიდევ შეიქმნას რაჭა–ლეჩხუმი/ქვემო სვანეთის გიბერნიის სოფლებში, სადაც დიდია პოტენციალი ტურიზმის  განვითარების კუთხით და ნაკლებია შესაბამისი ინფრასტრუქტურა.  როგორც ავღნიშნე, პროქტი ხორციელდება სოფელ ქორენიშში და მომავალში, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, ის სხვა სოფლებშიც აუცილებლად  გახორციელდება.

მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: