საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აბსოლუტურ სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს.

„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან ძლიერი სამხედრო თანამშრომლობა აქვთ. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს შეუძლია საკუთარი ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანად მოხმარება, კონტროლი და გამოყენება. ინფორმაცია, რაც გავრცელდა არის აბსოლუტური სიცრუე”,- აცხადებს ელიზაბედ რუდი.

აღნიშნული განცხადება ელიზაბედ რუდმა ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენციის გახსნის შემდეგ გააკეთა.

Please follow and like us: