31 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ა.ბ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად,  არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 103.24 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 5,764.92 ლარი შეადგინა.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა, 5,764.92 ლარის ოდენობით შეეფარდა.

Please follow and like us: