4 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
6 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
6 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
6 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად, ნატოს ხუთი სამხედრო ხომალდი შემოვიდა. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი SNMCMG2 დღეს შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას  ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.

შენაერთის შემადგენლობაშიც არის საფლაგმანო ხომალდი „FGS RHEIN” (გერმანია), ხომალდები: “TCG ERDEMLI” (თურქეთის რესპუბლიკა), “BRG STIBAR” (ბულგარეთი), ”ROS DIMITRIE NICOLESCUE” (რუმინეთი) და „SPS TURIA” (ესპანეთი). ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს II რანგის კაპიტანი, ფრანკ მაგინსკი ხელმძღვანელობს.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები ბათუმის ნავმისადგომში 5 ნოემბრამდე დარჩებიან, ისინი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად, სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) საქართველოს უკვე მეხუთედ სტუმრობს. შენაერთის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია.

Please follow and like us: