6 საათის წინ
მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა
6 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები

2 ნოემბერს, 19:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი ArtDoll Tbilisi ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

ამადე დღეს, 13:00 საათიდან,  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გამოიფინება ცნობილი ქართველი და უცხოელი მეთოჯინეების საავტორო ნიმუშები (ესტონეთი, რუსეთი, ჩეხეთი, ლატვია, უკრაინა, აზერბაიჯანი). საქართველო წარმოადგენს ოცი საუკეთესო ხელოვანის ნამუშევარს.

საავტორო თოჯინა მსოფლიოში პოპულარული ხელოვნებაა. მისი ნიმუშები დაცულია მსოფლიოს უმდიდრეს კოლექციებსა და მუზეუმებში, გამოფენილია ცნობილ საგამოფენო დარბაზებში.
ფესტივალი 2-4 ნოემბერს საქართველოს მეთოჯინეთა გაერთიანების „ჯეოდოლი“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის,  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება.

Please follow and like us: