ანსამბლი Kwartludium გიწვევთ უნიკალურ, პოლონური თანამედროვე მუსიკით აღსავსე, საკონცერტო პროგრამაზე. თქვენ მოისმენთ კომპოზიციებს ყველაზე კრეატიული და აღიარებული ახალგაზრდა პოლონელი კომპოზიტორებისგან, როგორიცაა სლავომირ ვოიჩეხოვსკი, იაროსლავ პლონკა, ვოიჩეხ ჟემოვიტ ზიხი, პიოტრ პეშატი.

ნომერი პირველი თანამედროვე კვარტეტი პოლონეთიდან წარდგება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (ორჯერ) და ქუთაისის სახელმწიფო ოპერაში.

მეორე კონცერტი კონსერვატორიაში მიეძღვნება ცნობილ პოლონელ კომპოზიტორებს უფროსი თაობიდან: რომან ჰაუბენსტოკ‐რამატი, იეჟი კორნოვიჩი და ქშიშტოფ კნიტელი. კონცერტს შეასრულებს Kwartludium და ქართველი სტუდენტები სახელმწიფო კონსერვატორიიდან.

Kwartludium-ის მუსიკოსები: დაგნა სადკოვსკა (ვიოლინო), პიოტრ ნოვიცკი (პიანინო), პაველ ნოვიცკი (ჩასაბერი ინსტრუმენტები) და მიხალ გურჩინსკი (კლარნეტი) კონსერვატორიის სტუდენტებისთვის გამართავენ მასტერკლასებს თანამედროვე მუსიკალურ ტექნიკებზე. მასტერკლასების შემდეგ ახალგაზრდა მუსიკოსები თბილისიდან დაუკრავენ Kwartludium-თან ერთად.

პროექტს აფინანსებს პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო პოლონური კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში (Promesa 2018) — და ხორციელდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს პარტნიორობით.

Please follow and like us: