იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ქორწინების რეგისტრაციის ახალი სტანდარტი დამკვიდრდება.  რეგისტრატორებს ერთიანი სტანდარტით შექმნილი სამოსი ეცმევათ.

უახლოეს მომავალში კი ქორწინების თარიღის სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით დაჯავშნა იქნება შესაძლებელი. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წყვილი სასურველ თარიღს, ქორწინების სახლს, სივრცესა თუ დარბაზს სააგენტოს ქორწინების სახლში წინასწარ გამოცხადების გარეშე შეარჩევს ვებგვერდზე.

„2013 წლიდან სერვისების განვითარების სააგენტომ არაერთი სიახლე შესთავაზა მოქალაქეებს ქორწინების ცერემონიალის გასაუმჯობესებლად. ახალი ქორწინების სახლები გაიხსნა და სივრცეები მოეწყო ზუგდიდში, გორში, ფოთში, ლაგოდეხში, ბორჯომში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ახალქალაქში. ქორწინების მსურველი წყვილებისთვის სპეციალური სადღესასწაულო სივრცე იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსშიც მოეწყო. გარდა ამისა, 2014 წელს შემუშავდა ქორწინების მოწმობის განახლებული, მაღალი სტანდარტის დიზაინი. ქორწინების მოწმობის შეცვლის შესახებ ბრძანება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით გამოსცა“,- აღნიშნული სამინისტროს ინფორმაციაში.

ასევე, ახლად დაქორწინებულებს გადაეცემათ ვეფხისტყაოსანი, რომელიც ცნობილი მხატვრის, სერგო ქობულაძის ნახატებითაა დასურათებული.

რეგისტრატორებს ერთიანი სტანდარტით შექმნილი სამოსი ეცმევათ.

Please follow and like us: