ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა სტუდენტებს ნახანძრალი ტყის აღდგენის პროექტი გააცნო. დღეის მდგომარეობით, ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე უკვე 120 000 – მდე წიწვოვანი სახეობის ნერგია დარგული.
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის სამუშაოებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აგრარული მიმართულების სპეციალისტები ჩაერთვნენ.
სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე, სატყეო სააგენტოს სანერგეებში გამოყვანილი წიწვოვანი სახეობის 50 -მდე ნერგი სტუდენტებმა მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით დარგეს.
როგორც ცნობილია, სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე განახლდება.