21 საათის წინ
ნათია თურნავა – მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტორები და კომპანიები არ დაფრთხნენ
21 საათის წინ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა
23 საათის წინ
ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს
23 საათის წინ
„შოკოლადის დამტენი“ – ტკბილი გარემო შოკოლადის მოყვარულთათვის
2 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – როცა ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა სწორი არ არის

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში  მარიხუანის მოხმარების კანონპროექტის განხილვის შესახებ მოსმენის  დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„ძალიან გასაკვირია, ოპოზიცია რატომ არ უჭერს მხარს ამ კანონპროექტს,  იმიტომ რომ ეს კანონპროექტი მოხმარების საკითხებს არეგულირებს და პრაქტიკულად, გამოდის, რომ ოპოზიცია, დილანდელი განცხადება რაც მოვისმინე, არ უჭერს მხარს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში შევზღუდოთ მარიხუანას მოხმარება.

ასევე, მარიხუანას ხელმისაწვდომობა შევზღუდოთ არასრულწლოვნებისთვის, არასრულწლოვნებს დავაკისროთ პასუხიმსგებლობა მოხმარებისთვის, ნარკოტიკული საშუალების თრობის ქვეშ
სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის დავაწესოთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მომხმარებლებს შევუზღუდოთ მთელი რიგი სამოქალაქო უფლებები. ცოტა გაუგებარია ამ კანონპროექტის შინაარსიდან გამომდინარე რატომ არ უჭერს ოპოზიცია ამ კანონპროექტს მხარს,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მარიხუანის მოხმარების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დღეს მესამე მოსმენით განიხილება, რის შემდეგაც კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე იქნება გატანილი.

Please follow and like us: