22 საათის წინ
ნათია თურნავა – მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტორები და კომპანიები არ დაფრთხნენ
22 საათის წინ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა
23 საათის წინ
ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს
24 საათის წინ
„შოკოლადის დამტენი“ – ტკბილი გარემო შოკოლადის მოყვარულთათვის
2 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – როცა ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა სწორი არ არის

საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ჩინეთის ანხვეის პროვინციაში განლაგებული ლოგისტიკური ცენტრით სამი წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლოს, – ურთიერთგაგების მემორანდუმი ამ თემაზე ქართულ მხარესა და Anhui ANZ Food Limited-ს შორის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
დოკუმენტი საქართველოს საშუალებას აძლევს ისარგებლოს როგორც პროდუქციის საგამოფენო სივრცეებით, ისე სასაწყობე, ლოგისტიკური, მარკეტინგული და სარეალიზაციო სერვისებით.
ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ხელი ჩინეთის Anhui ANZ Food Limited-ის თავმჯდომარე სია იანმა და საქართველოს “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ მოაწერეს, ინდუსტრიული პარკის პროექტში თანამშრომლობასაც მოიცავს. ინდუსტრიული პარკი იმპორტის ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც პროდუქციის იმპორტის ხელშეწყობისა და მარკეტინგის მიმართულებით 2019 წლიდან იმუშავებს.

Please follow and like us: