წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-სექტემბრის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.571 მილიონ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 438 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წლის ოქტომბრის თვეში პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩნენ: რუმინეთი +132%;  შვედეთი +92%; ნიდერლანდები +63%; ლატვია +62%;
პოლონეთი +51%; გერმანია +41%;  იტალია +37%;   სხვ.

2018 წლის იანვარი-ოქტომბრის თვის მონაცემებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩნენ:  ესტონეთი +85%; რუმინეთი +65%; სლოვაკეთი +62%;  ნიდერლანდები +59%;  გერმანია +51%; ესპანეთი +47%; ლატვია +44%;      ჩეხეთი +44%;   საფრანგეთი +36%;  იტალია +32%;  სხვ.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა: რუსეთიდან (+23.7%);  აზერბაიჯანიდან (+10.3%);   სომხეთი (+0.2%);   თურქეთიდან (+14.3%).

Please follow and like us: