Impact Hub Tbilisiპროგრამა Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს, რომლის ჩატარების ლიცენზიაც წელს საქართველომმოიპოვა. სამიტის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა 150-ზე მეტი ახალგაზრდა მეწარმე მსოფლიოს 25 ქვეყნიდან.

ღონისძიებას ესწრებოდნენSocial Impact Award-ის აღმასრულებელი დირექტორი იაკობ დეტერინგი, Schwab Foundation-ის სოციალური მეწარმეობის ხელმძღვანელი ქეთრინ მილიგანი, UNDP საქართველოს ხელმძღვანელი ლუისა ვინტონი, ევროპის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე, ამერიკის, ავსტრიის და ჰოლანდიის საელჩოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების პარტნიორები არიან: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო,საქართველოს ბანკი,ამერიკის საელჩო საქართველოში, UNDP საქართველო, ფოთის ტერმინალი, აჭარა ჯგუფი.

„Impact Hub Tbilisi უკვე მეორე წელია ახორციელებს საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამას Social Impact Award-ს, რომელშიც 25 ქვეყანაა ჩართული და ყველაზე მასშტაბურისტუდენტურიპროგრამაასოციალურიმეწარმეობისმიმართულებით. ორი წლის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო 400-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. 13-მა სტუდენტურმა სტარტაპმა გაიარა ინკუბაცია პროფესიონალ მენტორებთან ერთად და შეძლო შეექმნა თავისი პროდუქტის პროტოტიპი. წელს განსაკუთრებული წელი გვაქვს, რადგან Impact Hub Tbilisi-ის ძალისხმევით, პროგრამის დასკვნითი ღონისძების, საერთაშორისო სამიტის, მასპინძლობის ლიცენზია საქართველომ მოიპოვა. ვამაყობთ, რომ ვმასპინძლობთ ამდენ საინტერესო ახალგზარდა მეწარმეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან“  – განაცხადა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ.

„საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს და ღონისძიებებს, რომელიც მიზნად ისახავს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს, რომელიც ჯიტას მხარდაჭერით ტარდება თბილისში, ორასამდე ახალგაზრდა დაესწრება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხილულ იქნას სოციალური მეწარმეობის ახალი მიდგომები, როგორ შეიძლება ინოვაციურმა ბიზნესმა მხარი დაუჭიროს სოციალური მეწარმეობის განვითარებას საქართველოში და არა მარტო საქართველოში.“ – აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

 

Please follow and like us: