52 წთ წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
2 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
2 საათის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
2 საათის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
2 საათის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ 7 ნოემბერს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან მსვლელობას გამართავს, ლოზუნგით „გვახსოვს 7 ნოემბერი“. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

სახალხო მოძრაობის დამფუძნებლები: შვილმოკლული მშობლები, სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებული ადამიანები და ახალგაზრდები, რომლებიც ნაციზმის რეანიმაციას ეწინააღმდეგებიან, მოუწოდებენ მოსახლეობას, გააქტიურდნენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე და საბოლოოდ უთხრან უარი მოძალადე სააკაშვილის ხელისუფლებას.

„ორგანიზაციის „არა ძალადობას!“ დამფუძნებლები, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე და 2004 წელს, პატრულის მიერ, დიდუბის ეკლესიის წინ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი მიმართავენ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც მონაწილეობდა 7 ნოემბრის აქციაში, ან უთანაგრძნობს მოძრაობას ნაციზმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში, მოვიდეს ოპერასთან, რათა ერთად ვუთხრათ უარი უსამართლობას, ახალგაზრდების მასობრივ მკვლელობებს, უკანონო პატიმრობას, ადამიანების წამებას, ელიტარულ კორუფციას, ცილისწამებას და ქონების დატაცებას“, – აცხადებენ მსვლელობის ორგანიზატორები.

Please follow and like us: