22 საათის წინ
ნათია თურნავა – მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტორები და კომპანიები არ დაფრთხნენ
22 საათის წინ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა
23 საათის წინ
ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს
23 საათის წინ
„შოკოლადის დამტენი“ – ტკბილი გარემო შოკოლადის მოყვარულთათვის
2 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – როცა ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა სწორი არ არის

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა, დავით დონდუამ რწმუნებათა სიგელი გადასცა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს.

ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ეუთო-ს მნიშვნელობას ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და მიესალმა გენერალური მდივნის ნაბიჯებს, მიმართულს ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდისა და არსებული გამოწვევების დაძლევისკენ. დავით დონდუამ ტომას გრემინგერს დაუდასტურა ქართული მხარის სრული მხარდაჭერა ამ პროცესში.

შეხვედრის ბოლოს, მხარები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა.

Please follow and like us: