არავითარი კონსულტაციები საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა”ქართულო ოცნების” ოფისში განაცხადა.
როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, მისი მისვლა ოფისში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხს არ უკავშირდება, რადგან ამ თემაზე საუბარი გუნდში არ მიმდინარეობს.
ჟორჟოლიანი 2007 წლის ნოემბრის მოვლენებსაც იხსენებს ჟურნალისტებთან და აცხადებს, რომ დღევანდელ დღეს სწორედ ეს არის მთავარი თემა.
“საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და ამ კამპანიაში, რა თქმა უნდა, “ოცნების”მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კამპანიაც გრძელდება. ეს არის მუშაობა და არა კონსულტაციები. დღეს არის 7 ნოემბერი, 2007 წლის 7 ნოემბერს აქ ნამდვილი ტრაგედია იყო. ათი წელია ეს დღე რეპრესიების წლისთავია. დღეს არის ეს მთავარი. რა საკადრო ცვლილებები, ვინ დაანონსა, რა დაანონსა? – არავითარიი კონსულტაციები საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. რაც შეეხება „ძველ გვარდიას“, ეს არის ათიათასობით ადამიანი და ყველა ეს ადამიანი არის დღეს აქტიური. არავითარ დაბრუნებაზე და კადრებზე საუბარი არ არის. საუბარია ამ ადამიანების გააქტიურებაზე და მათ კარგად ახსოვთ 2012 წელი”,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.