ნათია ნესოშვილი და ელენე ჭიჭინაძე მეგობრები არიან, რომლებმაც ერთ დღეს საკუთარი იდეა რეალობად აქციეს და შექმნეს საწვიმრების ბრენდი „ ლაბადა“. „თბილისი თაიმსს“ საკუთარი ბრენდის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ ნათია ნესოშვილი ესაუბრა.

„არსებობს კარგი იდეა, არსებობენ კარგი შემსრულებლები, არსებობენ იდეის ავტორები და არსებობს უკვე ქართული  საწვიმრების ბრენდი „ ლაბადა“.  ჩვენ ვართ მეგობრები და უბრალოდ გადავწყვითეთ ის რაც მოგვაფიქრდა რეალობად გვექცია. გვექცია არა იმიტომ რომ რაღაც გენიალური მოვიფიქრეთ, უბრალოდ იმიტომ რომ ყოველდღიურობა უფრო მარტივი, კომფორტული და ამავდროულად ფერადი და ხარისხიანი გაგვეხადა. ჯერ უბრალოდ დავიწყეთ, ახლა ვაგრძელებთ და იმედია კიდევ ბევრი საინტერესო პროდუქტის შეთავაზებას შევძლებთ ომხარებლებისთის.“

საიდან გაგიჩნდათ ბიზნესის შექმნის იდეა და გქონდათ თუ არა გამოცდილება ამ კუთხით?

ლაბადის შექმნის ისტორია, ჩვენს იტალიაში ცხოვრების პერიოდს უკავშირდება. იდეა ერთ წვიმიან დღეს დაიბადა, როდესაც ჩვენ და წვიმა ერთამეთის პირისპირ აღმოვჩნდით. იქამდეც აღმოვჩენილვართ თუმცა ასეთ მდგომარეობაში არჩავუგდივართ. ქურთუკები ორივეს გვეცვა, თუმცა სამწუხაროდ მშრალი ამ ამბიდან არც ჩვენ გამოვსულბვართ და არც ჩვენი ქურთუკები. წყალგაუმტარობა! ეს იყო პირველი მისია და მერე ლაბადაც დაგვეწია. ესე დაიწყო ისტორია, ჩამოვედით თუ არა საქართველოში მალევე შევუდექით იდეის განხორციელებას.ჩვენი ბრენდი ახლა იწყებს ისტორიის დაწერას და იმედია კიდევ დიდი ხანი შევძლებთ.

რა არის თქვენი ბრენდის მთავარი კონცეფცია?

ჩვენი პროფესიები დაგვეხმარა ბრენდის შექმნასა და განვითარებაში. ბრენდის მისია მარტივია, შევქმნათ წყალგაუმტარი, ფერადი, კომფორტული და ხარისხიანი თანამგზავრი თქვენთვის. თანამგზავრი რომელთან ყოფნაც ყველას სიამოვნებს- ეს არის ჩვენი ლაბადა. შემდეგ უკვე აქსესუარები დავამატეთ, მეტი მრავალფეროვნებისა და კომფორტის შესაქმნელად.

ბრენდის სახელი! ვიცოდით რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქართული! იქიდან გამომიდნარე რომ გაყიდვებს საქართველოს საზღვრებს გარეთაც ვაპირებთ და უკვე ძალიან ბევრი კლინეტი გვყვას სხვადასხვა ქვეყნებიდან, სახელის მოფიქრებისას ჟღერადობასაც დიდ ყურადღებას ვაქცევდით. ასევე მარტივად დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო, როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელებისთვის და მემგონი ჩვენი მოთხოვენბი სრულიად დააკმაყოფილა “ლაბადამ“ .

„კოსმონავტის ჩაფხუტი“ – ეს ჩვენი ლოგოა! სათქმელი კი ის რომ ლაბადა იქნება მუდამ თქვენი თანამგზავრი და როგორც კოსმონავტს იცავს სკაფანდრი, ისე დაიცავს ლაბადა თავის მეგზურს. ეს იყო გზა ბრენიდის ლოგიტიპისა და კონცემფიის შექმნის. შემდეგი ეტაპი კი უკვე საზოგადოებაში გამოჩენა იყო.

რა სახის პროდუქციას ქმნით ახლა და რა მასალას იყენებთ მის დასამზადებლად?

მომხმარებელს ვთავაზობთ ლაბადების და აქსესუარების  მრავალფეროვან არჩევანს. ყველა პროდუქციისთვის ვიყენებთ წყალგაუმტარ მასალას.

რამდენად კონკურენტულები ხართ ბაზარზე და როგორ შეხვდა მომხმარებელი სიახლეს? რა გამოგარჩევთ სხვებისგან?

უპირატესობებზე როდესაც ვსაუბრობთ, პირველ რიგში ხარისხს მოვიაზრებთ. მაღალი ხარისხის პროდუქცია ნამდვილად გამოგვარჩევს არსებულ ბაზარზე, თუმცა აქვე გვინდა ისიც აღვნიშნოთ რომ რეალურად საქართველოში პირველები ვიყავით ვინც ამ იდეის განხორციელბა შეძლო და რა თქმა უნდა სტილი და ფერები, რასაც მოყავს რეალური თუ პოტენციური მყიდველი. ასევე ვფიქრობთ რომ კომუნიკაციითაც გამოვირჩევით, გვინდა რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ ჩვენს მომხმარებელთან და რეალური ბენეფიტი შევთავაზოთ, არ გვინდა მათთვის ვასოცირდებოდეთ უბრალოდ კომერიცულ ბიზნესთან რომლის მთავრი მისიაც პროდუქტის გაყიდვა, ჩვენ ამ ფერებით, სიხალისით, კომუნიკაცით, ხარისხზე ზრუნვით და მომხარებელზე მორგებული პოლიტიკით ვცდილობთ შევქმნათ უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ ბიზნესი.

რაც შეეხება სეგმენტს! როგორც ასეთი გამორჩეული სეგემნტი ნამდვილად არ გვყავს. ჩვენი სამიზნე აუდიტორია და რეალური კლიენტებიც ყველა სქესსა და საკობრივ სეგემნტს მოიცავს. რაც ასევე გამოგვარჩევს ბაზარზე.

სად არის შესაძლებელი შეძენა და როგორია პროდუქციის ფასები?

პროდუქტის რეალიზება ონლაინ ხდება. ასევე ლაბადებისა და აქსესუარების შეძენა შესაძლებელია მაღაზიაში და სტარტაპ მარკეტებზე. ფასები შეესაბამება პროდუქციის ხარისხს.

მოგვიყევით „ლაბადას“ სამომავლო გეგმების შესახებ.

ჩვენი ბრენდი ახალი შექმნილია, თუმცა ამის მიუხედავად ახალი პროდუქტების დამატება უკვე სამჯერ შევძელით. განვითარების პერსპექტივაზე ბევრს ვმუშაობთ და გვინდა მრავალფეროვანი რეალობა შევქმნათ. არ გვინდა დავრჩეთ იქ საიდანაც დავიწყეთ, ასე რომ კიდევ ბევრი სიახლის, ფერებისა და ახალ ახალი თანამგზავრის ძიებაში განვაგრძობთ „ლაბადის“ ისტორიის დაწერას. სულ მალე კი გავცდებით საქართველოს ფარგელბს და ექსპორტზეც გავალთ, ასერომ თქვენი თანადგომა და რჩევები ეხლა კიდევ უფრო დაგვჭირდება.

მარიამ ლეკიაშვილი

 

გაზიარება