2 საათის წინ
ილია მეორე – მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საქართველოს ეკლესია ერთადერთია, რომელიც მოაქცია ქალმა – წმინა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის
3 საათის წინ
ამირან გამყრელიძე – დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება
2 დღის წინ
ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს
2 დღის წინ
2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ ყველა სკოლაში დაინერგება
2 დღის წინ
ჩინეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის შესამოწმებლად სპეციალურ აღჭურვილობას ამონტაჟებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს – კერსტინ ლუნდგრენს და ტიტუს კორლატეანს შეხვდნენ.

მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა პარლამენტის ინსტიტუციურ რეფორმასა და პარლამენტის როლის გაძლიერებაზე. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.

„საქართველოს სტუმრობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ისინი პერიოდულად ჩამოდიან საქართველოში და ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებენ. ჩვენ მათთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაკავშირებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პარლამენტის გაძლიერებაზე, საპარლამენტო კონტროლის და ზედამხედველობის გაძლიერებაზე. ისინი დეტალურად არიან საქმის კურსში იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც ვახორციელებთ და მათგან დიდი მხარდაჭერა გვაქვს. კარგი შეხვედრა იყო და ვფიქრობ, რომ მოგვიანებით იმ საინფორმაციო დოკუმენტშიც აისახება, რომელსაც მომხსენებლები გამოაქვეყნებენ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

Please follow and like us: