22 საათის წინ
ნათია თურნავა – მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტორები და კომპანიები არ დაფრთხნენ
22 საათის წინ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა
23 საათის წინ
ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს
23 საათის წინ
„შოკოლადის დამტენი“ – ტკბილი გარემო შოკოლადის მოყვარულთათვის
2 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – როცა ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა სწორი არ არის

2018 წლის 7 ნოემბერს, ბრიუსელში თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (EQUINET) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წევრობის საკითხი განიხილეს და საქართველოს თანასწორობის ორგანოს სრული წევრობის გადაწყვეტილებას ქსელის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ქსელის საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოში თანასწორობის მექანიზმის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების და მისი გაზიარების მიმართულებით. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატს, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქსელის საქმიანობის გაძლიერების და თანამშრომლობის საკითხებში.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ქსელის წევრები მხოლოდ ევროკავშირის წევრი და კანდიდატი სახელმწიფოები იყვნენ. საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელსაც გაწევრიანების შესაძლებლობა 2017 წელს, გენერალურ ასამბლეაზე განხორციელებული წესდების ცვლილებების თანახმად მიეცა.

საქართველოს სახალხო დამცველი 2014 წლიდან EQUINET-ის საქმიანობაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს.

Please follow and like us: